
კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა 24 საათში. ამ დროისათვის, ქვეყანაში ინფიცირების 723 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
ათით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და მათი რიცხვი ჯამში 495-ს შეადგენს.
ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, მეორე კი კარანტინის სივრციდანაა.
ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებში დღეისთვის მკურნალობს 216 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც იზრდება და სხვაობაც იზრდება. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა აჭარბებს ამჟამად 216 მკურნალობაზე მყოფ პაციენტს - განაცხადა დილის ტრადიულის ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.