საქართველოს კლინიკების ასოციაცია ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას ეხმაურება და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს.
ექიმების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა უკონტროლოდ იზრდება, კლინიკური სექტორი კი გადატვირთულია. ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ არსებული რეკომენდაციები არასათანადოდ კონტროლდება. განცხადებაში საუბარი დაგვიანებულ და ხარვეზიან ვაქცინაციის პროცესსაც შეეხო.
საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
1) ჩაიკეტოს სახმელეთო საზღვრები ვიზიტორთათვის;
2) აეროპორტებში გამკაცრდეს და შეიზღუდოს ვიზიტორთა შემოსვლა;
3) ყალბი კოვიდპასპორტების კონტროლის მიზნით თითოეულ ვიზიტორს ლაბორატორიული კვლევებით განესაზღვროს ორგანიზმში მოცირკულირე ანტისხეულების რაოდენობრივი მაჩვენებელი;
4) პანდემიის მართვაში დაუყოვნებლივ ჩაერთოს თავდაცვის სამინისტრო;
5) გადაუდებლად დაიწყოს დიდი კლინიკების მიმდებარედ სამხედრო საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია;
6) გადაუდებლად შეიქმნას 3 კაციანი სამოქალაქო რაზმები გვარდიის შემადგენლობიდან, რომლებიც განახორციელებენ რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლს, როგორც საკურორტო ზონებში, აგრეთვე დიდ ქალაქებში, ცენტრალურ ქუჩებზე, გადასასვლელებზე, გაჩერებებზე, მეტროში და სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე;
7) გადაუდებლად დაიწყოს აცრები სოფლად, მობილური ჯგუფების მიერ, თანმიმდევრობით, ზონალური დაყოფის შესაბამისად, სპეციალურად გამოყოფილი რეანიმობილის დახმარებით.
8) მიმღებ განყოფილებებში განხორციელდეს ტრიაჟი:
- მძიმე პაციენტები მოთავსდნენ სტაციონარულ პირობებში;
- საშუალო სიმძიმის პაციენტები გადაყვანილიქნან სამხედრო საველე ჰოსპიტლებში;
- მსუბუქი მიმდინარეობის, მაგრამ საყურადღებო პაციენტები გადაყვანილიქნან კოვიდსასტუმროებში.
9) სამხედრო საველო ჰოსპიტლების ბაზაზე სამოქალაქო სამედიცინო სექტორის მედპერსონალს დაეხმაროს სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები, სანიტრები და სანინსტრუქტორები;
10) სამხედრო საველე ჰოსპიტლების მართვის საკითხებში ჩართვა ეთხოვოს აღნიშნულ საკითხებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამხედრო სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკს ლაშა ქოიავას.