გამოკითხულთა 47% ამბობს, რომ არ აიცრებოდა - NDI-ს კვლევა

გამოქვეყნდა:

 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 47% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა, 35%- ამბობს, რომ პირიქით. კითხვაზე გამოკითხულთა 7%-მა პროცენტმა უპასუხა, რომ უკვე აცრილია, ხოლო 11% ამბობს, რომ არ იცის. 

პასუხების მიხედვით, გამოკითხულთა 58%-ს ჰკითხეს, თუ რატომ არ აიცრებოდა, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • არ ვენდობი კორონავირუსის ვაქცინის ხარისხსს - 47% 
  • არ ვიცრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო - 20%
  • ვაქცინის გარეშეც ვუმკლავდებით კორონავირუსის პანდემიას - 13%
  • ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს - 7%
  • ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგი ვარ - 2%
  • სხვა - 5%
  • არ ვიცი - 5%

კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს გზით ჩატარდა.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი.  გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ - 3 310 შეადგინა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი