
შსს ფარულ ვიდეომასალას ავრცელებს - საუბარია 20 ნარკორეალიზატორის დაკავების საქმეზე.
როგორც უწყების ინფორმაციიდან ირკვევა, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკი.