არასამთავრობო ორგანიზაციები უკანონო მიყურადების საქმის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას მიმართავენ. სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა: გიორგი მშვენიერაძემ, გიორგი ონიანმა და გურამ იმნაძემ დაადასტურეს, რომ კრებსების ნაწილი, რომელიც ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა, მათ საუბარს შეეხებოდა ნამდვილია და უკანონო მოსმენებსა და ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების მყისიერად დაწყებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ლილუაშვილის უწყება მათ უკანონოდ უსმენს და გადაადგილებასაც აკონტროლებს.
მესამე სექტორის წარმომადგენლებს მოლოდინი არ აქვთ, რომ რომელიმე საგამოძიებო უწყება საქმეს გამოიძიებს და დამნაშავეებს დასჯის, თუმცა ამბობენ, რომ სამართლებრივ გზებს მაინც გამოიყენებენ, რათა პროკურატურამ ფორმალურად მაინც დაიწყოს გამოძიება. ხოლო, თუ საქმეზე ჭეშმარიტება არ დადგება, მაშინ საერთაშორისო დონეზე წაიღებენ.
პროკურატურაში დღეს განცხადება შეიტანა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმაც, რომელმაც ასევე ამოიცნო კრებსებში საკუთარი შემთხვევა.
ცნობისთვის, მანამდე არასამთვრობო ორგანიზაციებმა უკანონო თვალთვალისა და მოსმენების ფაქტზე განცხადება გაავრცელეს და მოითხოვეს, "დაუყოვნებლივ დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები", თუმცა ამ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.
გამოძიების დაწყებისა და დამნაშვეების გამოვლენისკენ მოუწოდა შესაბამის უწყებებს სახალხო დამცველმაც-გამოძიების დაწყება და პასუხისმგებელ პირთა დასჯა. აუცილებელია - ომბუდსმენი ფარულ ჩანაწერებზე