გურო იმნაძეც ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიას გამოქვეყნებულ ჩანაწერებში აღწერილი დიალოგი შედგა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიას მიერ წაკითხულ, სუს-ის საიდუმლო ჩანაწერებს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი, გურო იმნაძე ეხმაურება. როგორც ჩანს, ის კიდევ ერთი პირია, რომელსაც სუს-ი უსმენდა.

იმნაძე არ უარყოფს იმ საუბრის შინაარს, რომელიც ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა და წერს, რომ'' ამის უკან კი ისევ ის ტოტალური კონტროლია, რომლის დანგრევასაც 2012-ში ვითხოვდით".

"ეს უწყება მხოლოდ შირმის სახით თუ გვაჩვენებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვას, ამის უკან კი ისევ ის ტოტალური კონტროლია, რომლის დანგრევასაც 2012-ში ვითხოვდით. დღეს ამ კონტროლის ტოტალურობის და აბსურდულობის მორიგი მაგალითი ვნახეთ.

მეორე პრობლემაა, თუ როგორ არის ეს უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია დაცული. სადაც ოპოზიციურ არხს ჩაუვარდა ასეთი მასშტაბის მონაცემები, ილუზიაა იმის რწმენა, რომ იგივე და კიდევ უფრო სახიფათო ინფორმაციას (მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რეალური მნიშვნელობის მქონესაც) შარა გზაზე არ გამოიტანენ და ხან ერთმანეთში, ხანაც გარეშე ძალებთან სავაჭროდ არ გამოიყენებენ", - წერს იმნაძე. 

ცნობისთვის, პირველ აგვისტოს"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", ნიკა გვარამიამ სუს-ის სკანდალური ჩანაწერები გაასაჯაროვა. გვარამია ამბობს, რომ მასალა, რომელსაც ჰქვია ოპერატიული კრებსი პირადი ცხოვრება სუს-ის მიერ  2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდშია ჩაწერილი.

მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ სუს-ი უთვალთვალებდა, უსმენდა და უკანონო ჩანაწერებს აკეთებდა პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი