დედა, მამა და 2 შვილი რომ მიდის, ხომ არ მოვთხოვ ნიღაბი ეკეთოთ - იმნაძე

გამოქვეყნდა:

"ღია სივრცეში დედა, მამა და 2 შვილი რომ მიდის, ეს არის ერთი ოჯახი, რომელიც ერთ ბინაში ცხოვრობს, დახურულ სივრცეში, ხომ არ მოვთხოვ იმათ, რომ ყველას ეკეთოს ნიღაბი. ან ოთხნი, რომ მიდიან ტყეში სასეირნოდ, მეხუთე თუ დაემატა, სავარაუდოდ იქნება სხვა, არაოჯახის წევრი, ამიტომ არის 5 კაცი სტატისტიკურად აღებული" 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ღია სივრცეში 5 ადამიანის შემთხვევაში ნიღბით სიარულის აუცილებლობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი