კოვიდინფიცირებული ორსული, რომელმაც ნაყოფი დაკარგა, სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს

გამოქვეყნდა:

კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც ნაყოფი დაკარგა, სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, მისი ტრანსპორტირების პროცესში თავად იყო ჩართული:

"ამ ორსულის უსაფრთხო ტრანსპორტირებაში ჩართული ვიყავით პირადად მე, ჩემი მოადგილე და რა თქმა უნდა, სასწრაფო დახმარების უფროსიც. მისი გადაყვანა მოხერხდა თბილისის სხვა საავადმყოფოში, სადაც განაგრძობს შესაფერის მკურნალობას", - თქვა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებული ორსული, რომელმაც ნაყოფი დაკარგა ბათუმიდან, ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" გადაიყვანეს. მას რთული მდგომარეობის გამო საკეისრო კვეთა ვერ უტარდებოდა, ხოლო ტრანსპორტირება სახიფათო იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი