ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (მისამართი: მცხეთა, სამხედროს ქუჩა 9) ვაქცინაციის ახალი სივრცე გაიხსნა.
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში, ამ ეტაპზე ფაიზერით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
ვაქცინაციის სივრცე იმუშავებს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00- მდე, შესვენების გარეშე.
ცენტრის ფუნქციონირებას მხარს უჭერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.
13 აგვისტოდან, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი ვაქცინაცია თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსშიც.