ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ - 2726 შეადგინა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 471 685
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 415 146
- მათ შორის გარდაცვლილი - 6 321
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 50937, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 30325, PCR ტესტით - 20612
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,52%, ბოლო 14 დღის - 9,9%, ბოლო 7 დღის - 10,74%
- სულ აცრილია - 741353, დღიურად აცრილია - 25432
- კარანტინის რეჟიმში - 58
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6635
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3409
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 205 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 184 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,3 მილიონზე მეტი.