ქვეყანაში ვაქცინაციის ახალი სივრცეები ეწყობა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 13 აგვისტოდან, Pfizer-ით sinovac-ითა და Sinopharm-ით აცრა შესაძლებელი იქნება ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსშიც. ვაქცინის ჩასატარებლად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ახალი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი მცხეთაში, რეგიონულ სპორტულ კომპლექსშიც გაიხსნა.