ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 25 აგვისტოს გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 25 აგვისტოს გამოაცხადებს. დღევანდელი პროცესი საქალაქო სასამართლოში ნახევარ საათში დასრულდა. როგორც ვახო სანაია ამბობს, მოსამართლეს დღესაც შეეძლო განაჩენის გამოცხადება, თუმცა დროის გაწელვას ცდილობს. მისივე ვარაუდით, მოსამართლემ "უკვე იცის რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანს".

ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, სხვა განაჩენი აქ არ შეიძლება იყოს - ამბობს ვახო სანაია, თუმცა ამბობს, რომ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, განსაკუთრებით 5 ივლისის ძალადობის შემდეგ.

ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი