ქობულეთში, პოლიციის შენობის წინ, ერთი ადამიანი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

დღეს დილით ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში, პოლიციის შენობის წინ, ერთი ადამიანი დაჭრეს - ინფორმაციას "TV 25" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟის რამდენიმე მანქანა.

გამოძიება შსს-მ სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი