არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ის ექიმები, ვინც მოქალაქეს აცრაზე უარს ბავშვობაში გადატანილი „ჭინჭრის ციების“ გამო ეტყვიან - იმნაძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს, ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მისცა, ჩანაწერი გააკეთებინოს, რა მიზეზით ეუბნება უარს.

"მინდა მოსახლეობას მივმართო, ექიმმა ჩაუწეროს პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით. მოითხოვეთ, რომ ექიმმა ეს ჩანაწერი გააკეთოს. დამერწმუნეთ, რომ შემდეგ ამას აღარ იტყვიან. ამით თავის არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ისინი, ვინც ჩაწერენ, რომ ბავშვობაში ჰქონდა „ჭინჭრის ციება“, ამიტომ ეუბნებიან უარს აცრაზე“,- ამბობს პაატა იმნაძე.

იმნაძე ამბობს, რომ თუ ვაქცინას არ უწერია კონკრეტული უკუჩვენება ინსტრუქციაში, ყველა დანარჩენი ადამიანისთვის, ეს ვაქცინა მისაღებია.

მისივე თქმით, ალერგიებთან დაკავშირებით, ბიძინა კულუმბეგოვმა თითქმის ყველა ექიმს ჩაუტარა ტრენინგი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი