გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო - პრემიერმინისტრის განცხადებას დღეს ორმაგი განმარტებები მოჰყვა.
ხელისუფლება სავარაუდოდ არ გადადგამს ნაბიჯს იძულებისკენ, თუმცა ვაქცინაციის აუცილებლობაზე ქართველმა მაღალჩინოსნებმა როგორც იქნა დაიწყეს ხმამაღლა საუბარი და საჯარო მოწოდებებიც.
განსაკუთრებული მონდომებით კი აცრისკენ მოქალაქეებს მოუწოდებენ ის ადამიანები ვინც კორონავირუსს ამ წუთებში ებრძვის. რეანიმაციული განყოფილებებიდან პაციენტები, რომლებიც აპარატით სუნთქავენ და საუბრის ნაცვლად მხოლოდ წერა შეუძლიათ დაბეჯითებით ურჩევენ ყველას - აიცერით.