ერთ-ერთმა არაბულმა მედიასაშუალებამ, ნიუსს, რომელშიც საუბარია საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე და დაწესებულ შეზღუდვებზე, მოქმედი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვად, ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის სურათი დაადო.
ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშიაც, მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ცნობილი არაბული გამოცემა წერს, საქართველოში პანდემია მძვინვარებს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ისევ შეიზღუდებაო.
ფოტოზე ჩანს მამუკა ბახტაძე. ირაკლი ღარიბაშვილი / Irakli Garibashvili შენი პროჭული გამოხედვა არაბებსაც არ დაევასათ, იკუ", - წერს ბექა ყორშია.