კოვიდპანდემია, როგორც ჩვენი ცხოვრების ბოლო 2 წლის მთავარი ტრაგედია და კოვიდრეანიმაცია - ადგილი სადაც ყოველდღიურად ჩვენი ოჯახის წევრების, ახლობლების თუ ნათესავების გადასარჩენად იბრძვიან. წელიწადი და შვიდი თვეა ქვეყანა მძიმე რეალობის წინაშე დგას, როდესაც თითოეული დღე გადამწყვეტია.
ყოველდღიურად ვაცხადებთ სტატისტიკას - ინფიცირების და გარდაცვალების - თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ უხილავ მტერს ყოველდღიურად ათასობით ექიმი, ექთანი თუ სანიტარი საკუთარი სიცოცხლის ფასად, შესაძლებლობების ზღვარზე ებრძვის, და ეს ბრძოლა ზოგიერთ შემთხვევაში გამარჯვებით არ მთავრდება. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, კლინიკებში კი თავისუფალი საწოლები თითქმის არ არის.
ავტორი: ზურა პეტროსიანი.