პერსონალი გადაიღალა და მალე სრულად გამოეცლება ძალა - ექიმის მიმართვა

გამოქვეყნდა:

ექიმი გია მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს. როგორც ის წერს, კოვიდკლინიკებში ადგილები აღარაა და სისტემა კოლაფსის წინაშე დგას.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვინც დღევანდელ შეზღუდვებს აპროტესტებს. რა გჭირთ? რა ჯიშისები ხართ? თქვენს დაბადებაში ნუთუ ღმერთი არ ურევია?! იცით თუ არა, რომ ამ შეზღუდვებმა რამოდენიმე ასეული ადამიანი გადაარჩინა და მათ შორის შესაძლოა შენ, ან შენი მშობელი, ან შენი შვილი ან დედმამიშვილი. იცით რომ კლინიკებში ადგილები ფაქტიურად აღარ არის. იცით რომ პერსონალი გადაიღალა და მალე სრულად გამოეცლება ძალა. რადგან ჩვენც ადამიანები ვართ. ჩვენც ვიღლებით ფიზიკურადაც და უფრო მეტად ფსიქოლოგიურად. მთელი ზაფხული იმას ფიქრობთ სად გაატაროთ დრო. ჩვენ კიდევ 24 საათი ეკიპირება ასხმულები ვცდილობთ თქვენს გადარჩენას. ჩვენც გვინდა დასვენება. დავიღალე შვილების მოტყუებით, რომ ზღვაზე ორ კვირაში წავალთ. არ დგება ეს ორი კვირა თქვენი წყალობით ვისაც არც აცრა გინდათ, არც ნიღაბი და რომ დაავადდებით ყველაზე დიდი პრეტენზიებიც თქვენა გაქვთ", - წერს ექიმი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი