ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი და ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის 1963-2006 წლებში იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი. 1978-1990 წლებში ჟურნალის — "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი; 1975-1990 წლებში ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა "ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში", 2002-2004 წლებში "მოგზაურობა სასიტყვეთში";

1993-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. 2000-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი.

2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: "გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატები".

დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი - "მსგავსებითი შედარება ქართულში", "ჰა ბურთი, ჰა მოედანი", "მოგზაურობა სასიტყვეთში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი