დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა ქართული ესტრადის პოპ ვარსკვლავს და "მთავარი არხის" ტელეწამყვანს ლელა წურწუმიას, რომელიც ამ დროისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.
ექიმების შეფასებით ლელა წურწუმიას მდგომარეობა ამ დროისთვის არის დამაკმაყოფილებელია, თუმცა უახლოესი 2 კვირა ის ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩება.
"მთავარ არხთან" ინტერვიუში ლელა წურწუმია ამბობს, რომ ყელზე შეექმნა განსაკუთრებული პრობლემა. ლელა წურწუმიას თქმით, იმის გამო, რომ სრულად ვაქცინირებულია, ადვილად დაემორჩილა მკურნალობას.
ლელა წურწუმია მის დაინფიცირებას ბათუმში გამართულ კონცერტს არ უკავშირებს - ჩემი ოჯახის წევრებიც არ დამიინფიცირებია. ვიყავი სრულად იზოლაციაში, ჩემი ბენდის წევრები ყველა აცრილია - ამბობს ლელა წურწუმია "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში.
ლელა ამბობს, რომ კლინიკა სავსეა, განსაკუთრებით კი ბევრი ინფიცირებული ორსულია. წურწუმია ექიმებს მადლობას უხდის, ყველას აცრისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
"ბათუმში დამემართა ეს. იქ ბევრი ტურისტია, არ იცავენ რეგულაციებს. მოვყევი წვიმაში, გავცივდი, ტანზე შემაშრა ეს ყველაფერი, იმუნური სისტემა დავარდა და ალბათ ადვილად დავინფიცირდი... ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი, მე ორჯერ აცრილი ვარ და ვიცოდი რომ არ გართულდებოდა და ეგრეც მოხდა. ძალიან მიშველა ამ აცრამ. აღარ გართულდა" - ამბობს ლელა წურწუმია