საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მაისაშვილი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო, უკვე თვეზე მეტია რაც საავადმყოფოში იმყოფება.
"მას COVID19 5 ივლისს, სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩის შემდეგ დაუდგინდა და მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. იოჰანესბურგში მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, ის კვლავ რჩება მართვად სუნთქვაზე, თუმცა თავს უკეთ გრძნობს და პირადად შეძლო კონტაქტზე გამოსვლა. ექიმების განცხადებით, მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ ფასდება, თუმცა, თუ გამოჯანმრთელების პროცესი ასეთი ტემპებით გაგრძელდება, დაახლოებით 10 დღეში ის უკვე დამოუკიდებლად შეძლებს სუნთქვას, სრულ რეაბილიტაციას კი 3-6 თვე დასჭირდება", - წერს რაგბის კავშირი.