"ლოგიკა ნამდვილად არსებობს, ჩვენ გარკვეულწილად გვაქვს უკვე გამოცდილება არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისო პრაქტიკით გამომდინარე, თუ რა ეფექტის მომტანია სატრანსპორტო შეზღუდვები და ჩვენი მოლოდინიც არის, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიწვევს საკმაოდ დადებით დინამიკას ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაში. მე უკვე განვაცხადე, რომ ორი კვირის შემდეგ, ჩვენი მოლოდინი არის დაახლოებით 80%-ით გაუმჯობესება ეპიდვითარების, აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს იყო დროული, საკმარისი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო"
ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვაზე.