მცხეთაში ცოლის სასტიკ ცემაში ბრალდებული კაცი ციხეში მხოლოდ იმის გამო არ გაუშვეს, რომ "ქართული ოცნების" კოორდინატორის შვილია - ამბობენ სავარაუდო მოძალადის ცოლის ოჯახის წევრები.
მათი თქმით, ქასიმოვის მამა, მმართველ გუნდთან დაახლოებული პირია და ის ციხიდან სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს.
არზუმავ ქასიმოვს მეუღლე, 22 წლის ქალი, ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ახალგაზრდას ოჯახში ამბობენ, ქასიმოვმა პოლიციაში მხოლოდ 2 დღე გაატარა, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ის 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი მის ოჯახშიც იმყოფებოდა, თუმცა მათ "მთავარის" კითხვები უპასუხოდ დატოვეს.
"როგორც მე ვიცი, ეს გოგო ამბობს, რომ ესენი არიან ამ მთავრობის წარმომადგენლები, ოცნების წევრები არიან და უთქვამთ, რომ ფეხებს ვერავინ მოგვაჭამსო, ჩვენ ოცნება ვართ, ვერავინ დაგვიჭერსო ჩვენ", -თქვა ოჯახის ახლობელმა.
22 წლის ქალის ოჯახი დარწმუნებულია, რომ პოლიციამ მათი ჩვენებები დაამახინჯა, სწორედ ამიტომ ისინი პოლიციელების დასჯასაც მოითხოვენ.
ამავე თემაზე:
"ხის საკიდით მცემეს, ქმარი მირტყამდა და დედამთილი მიმატებდა" - ოჯახური ძალადობა მცხეთაში