ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია. უკვე მსოფლიო მასშტაბით დასტურდება, რომ აცრილი ადამიანები კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევაში სიცოცხლეს ინარჩუნებენ და პრაქტიკულად უპრობლემოდ უმკლავდებიან დაავადებას.
ასეა საქართველოშიც, მაგრამ ქვეყანაში სადაც ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის ბევრია შემთხვევა, როდესაც ვირუსით ინფიცირდებიან ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ ვერ მოასწრეს აცრის გაკეთება.
ასეთი შემთხვევების ნაწილი ტრაგიკულად მთავრდება. არსებობს ისტორიები, როდესაც კოვიდ 19-ს ოჯახები ემსხვერპლა - და ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მათ ვაქცინა დროულად ვერ მიიღეს.
იხილეთ ასევე: