სისხლიანი გარჩევა წინანდლის ტყეში - "მთავარი არხის" ინფორმაციით, გარჩევაში ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა. ამ დროისთვის, ოლიმპიური ჩემპიონი გამოკითხვაზე იმყოფება.
ცნობისთვის, მოკლულია ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა და მისი ორი მეგობარი. დაჭრილია კიდევ ორი პირი.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს და გამოიწვია 2 ან მეტი პირის სიკვდილი. ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში უთხრეს.
იხილეთ ასევე: