დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. 

"საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, ეს რეგულაცია ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. იცით, რომ ჩვენ თვეების მანძილზე ყოველთვის ვამბობდით, თუ რამდენად ეფექტურია პირბადე ინფექციისგან დასაცავად და აქედან გამომდინარე, დღევანდელი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ე.წ. მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა მოვახდინოთ“ , - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი