ისნის მეტროსთან ორმა პირმა ერთმანეთს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა

გამოქვეყნდა:

მეტროსადგურ ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა პირმა ერთმანეთს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, ორივე მოქალაქე ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი