თბილისში კიდევ ერთი ახალი საველე ჰოსპიტალი ეწყობა. 150 საწოლიანი ჰოსპიტალი სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში იქნება.
ტერიტორიაზე უკვე მიტანილია ის საწოლები, რაც თავდაცვის უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროს გამოუყო, თუმცა ადგილზე, ჯერჯერობით არ არის სამედიცინო ინვენტარი.
შეგახსენებთ, პირველი საველე ჰოსპიტალი დიღმის ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე უკვე მოეწყო.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი