კომპანიის ხელმძღვანელი გადასახადებს არასწორი დეკლარაციებით არიდებდა თავს - საგამოძიებო

გამოქვეყნდა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა კომპანიის ხელმძღვანელი პირი. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ხელმძღვანელობდა ქ. თბილისში მოქმედ ერთ-ერთ კომპანიას, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას",- ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი