სასწრაფოს ექიმები 500 ლარიან დანამატს მიიღებენ

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

სახელმწიფოს მხრიდან დაცულია ექიმების ყველა ინტერესი. ჩვენ რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. დამატებით, საბჭოს მხრიდან, გუშინ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები“, - თქვა ტიკარაძემ.

დღეს მინისტრმა ტიკარაძემ   დიღმის ოლიმპიურ სოფელში საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა და თქვა, რომ პაციენტების მისაღებად მზად არის. 

ტიკარაძის თქმით, საველე ჰოსპიტალში ექიმებს საშუალება ექნებათ მომსახურება გაუწიონ, როგორც მძიმე, ასევე საშუალო სიმძიმის პაციენტებს. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საველე ჰოსპიტალში პაციენტებს მას შემდეგ მიიღებენ, როცა ჰოსპიტალური რესურსი საკმარისი აღარ იქნება.

იხილეთ ასევე:

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი