რა ფორმატში დაიწყება სწავლა - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

გამოქვეყნდა:

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფორმატში დაიწყება 2021-2022 სასწავლო წელი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ამ საკითხზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.  

არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას. ჩვენ დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს. ამ შედეგებიდან გამომდინარე უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს წარუდგენს იმ არსებულ რისკებს და შედეგებს, რომლებიც დადგება. ამის შემდეგ საბჭო ერთობლივად იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომები იქნება სწავლის განახლებასთან და დაწყებასთან დაკავშირებით", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. 

მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, კი "ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენად მოგვცემს ეპიდვითარება სასკოლო გარემოში სწავლის განახლების შესაძლებლობას".

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილებას აგვისტოს ბოლოსთვის მიიღებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი