ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ჩაერთნენ - ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში N11 სარეაბილიტაციო დაწესებულების 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს ჩაუტარდა ვაქცინაცია. ამ დროისთვის ვაქცინირებულია 4 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. ს️ამსახურის ცნობით, მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.
როგორც პენტენციურ სამსახურში აცხადებენ, 17 აგვისტოს მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება 9300-მდე პატიმარი. ამ დროისათვის ვაქცინირებულია 6002 მსჯავრდებული/ბრალდებული, ანუ კონტინგენტის - 64%, მათ შორის რევაქცინირებული - 4523, რაც 48%-ს შეადგენს.