თბილისში, ბოკერიას კლინიკაში გარდაცვლილი 7 თვის ორსული არავაქცინირებული იყო. როგორ მისი მკურნალი ექიმები ამბობენ, 30 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი კლინიკაში შესვლის დროს სტაბილური იყო, თუმცა მოგვიანებით დამძიმდა, საჭირო გახდა მისი სრულად ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა"
"იყო ჯანმრთელი არ ჰქონდა არანაირი ქრონიკული დაავადების ისტორია, რამდენიმე დღე მოხერხდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება, 13 აგვისტოს გადავიდა უკვე რეანიმაციაში, 16 აგვისტოს მოხდა მისი ინტუბაცია, გადავიყვანეთ სრულად მართვით სუნთქვაზე. 17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ნაყოფის გულის ცემა გაჩერდა, საღამოს დამძიმდა ზოგადი მდგომარეობა, მაგრამ სამწუხაროდ გოგონას ორგანიზმმა ბევრი ვერ გაძლო და დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - ამბობს, ბოკერიას კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ალექსი ვაჩაძე.
ცნობისთვის, 7 თვის ორსული კორონავირუსით გუშინ გარდაიცვალა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი.