საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში კიდევ ერთი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა. დაწესებულება რესპუბლიკური საავადმყოფოს დაქვემდებარების ქვეშაა და ადგილზე რესპუბლიკურის ექიმები და მედპერსონალი მუშაობენ.
სეუ-ში გახსნილი ცენტრი ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10 საათიდან 6 საათამდე, იმუშავებს და მოქალაქეებს რესპუბლიკური საავადმყოფოს 6 ამცრელი ბრიგადა მოემსახურება. გეგმის მიხედვით ცენტრში ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ადამიანი აიცრება. უნივერსიტეტის სივრცეში 3 რეგისტრატორი მუშაობს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ცენტრს აქვს შესაძლებლობა ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა გაორმაგდეს. სეუ-ის ახალი ამცრელი სივრცე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაათვალიერა.
ცნობისთვის, 13 აგვისტოდან, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ამუშავდა, სადაც მოქალაქეები ვაქცინაციას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ.
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შესაძლებელია:
- თბილისში - ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში [სააკაძის მოედანი, კოსტავას 77]. ცენტრში ვაქცინაცია შესაძლებელია: "ფაიზერით", "სინოვაკით", "სინოფარმით". ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე [დასვენების დღეების ჩათვლით] 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტი [ვაჟა-ფშაველას გამზირი 33] - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე [დასვენების დღეების ჩათვლით] 09:00-დან 20:00-მდე.
- "ექსპრეს მედიქალ სერვისი" თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი [ჯუმბერ ლეჟავას 22] - ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე [დასვენების დღეების ჩათვლით] 10:00-სთ-დან - 17:30-მდე
- მცხეთაში - მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში [მცხეთა, სამხედროს ქუჩა 9]. ცენტრში, ამ ეტაპზე ფაიზერით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ვაქცინაციის სივრცე იმუშავებს ყოველ დღე [შაბათ-კვირის გარდა], 10:00-დან 18:00- მდე, შესვენების გარეშე.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
ამავე თემაზე: