ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ 12 წელს ზემოთ ასაკიდან პირების აცრას - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.

ამის შესახებ გამყრელიძე "Facebook-ის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

"ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12-დან ზემოთ მოზარდებს. ცრიან ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, დავიწყებთ აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას“,- თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში მოზარდებს 16 წლის ასაკიდან, მხოლოდ "ფაიზერის" ვაქცინით ცრიან 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი