თელავის სასამართლოში ზვიადაურის პროცესი დღეს გაიმართება | ოლიმპიურ ჩემპიონს პატიმრის სტატუსი ძმის დაკრძალვაზე დასასწრებად სჭირდება

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული და სისხლიანი ანგარიშსწორების საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს შესაძლოა მრავალი წლის გატარება ციხეში მოუწიოს. ზურაბ ზვიადაურს 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება - პროკურატურამ ჩემპიონს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. 

გამოძიება "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს არადამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის ფორმულირება მოულოდნელი იყო დაცვის მხარისთვის. ადვოკატები კვალიფიკაციის შეცვლას უკვე სასამართლოს დარწმუნების შემდეგ შეეცდებიან.

თელავის რაიონულ სასამართლოში კი ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი ამ წუთებში დაიწყება. 

მკვლელობა წინანდლის ტყეში 16 აგვისტოს მოხდა. 

იხილეთ ასევე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი