"თავს არ ვცნობ დამნაშავედ" | თელავის სასამართლოში ზვიადაურის პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"თავს არ ვცნობ დამნაშავედ" - ამის შესახებ თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ზურაბ ზვიადაურმა თქვა. 

მისი სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. ცნობილია, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს თავდებში ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე უდგებიან. 

ზვიადაურის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით დღეს, დაჩქარებული წესით გაიმართა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ბრალდებულს ხვალ დაღუპული ძმის, ზვიად ზვიადაურის დაკრძალვაზე დასწრება სურს. ეს კი სწორედ პატიმრის სტატუსითაა შესაძლებელი.

მკვლელობა წინანდლის ტყეში 16 აგვისტოს მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი