აცრის წინ და აცრის შემდეგ ალკოჰოლის დალევა (ზომიერი ანუ 2-3 ჭიქა) ნებადართულია! - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე წერს. ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს ასახელებს და პასუხობს.
- აცრის წინ და აცრის შემდეგ ბანაობა აუცილებელია!
- აცრის წინ და აცრის შემდეგ ჭამა ნებადართულია!
- აცრის წინ და აცრის შემდეგ ალკოჰოლის დალევა (ზომიერი ანუ 2-3 ჭიქა) ნებადართულია!
- ბოტოქსი და აცრა კავშირში არაა!
- შფოთვის და დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები აცრის წინ არ უნდა შეწყდეს! ყველაზე ხშირად დასმული კითხვები…,- წერს კულუმბეგოვი.