კოვიდინფიცირებული კაცი, რომელიც სასტუმროში არ გადაიყვანეს, "ოცნების" ოფისთან მივიდა

გამოქვეყნდა:

კოვიდინფიცირებული კაცი, კოვიდსასტუმროში გადაყვანას მთელი დღის განმავლობაში ითხოვდა. მისი თქმით, ვირუსის დადასტურების მიუხედავად, მას ჯანდაცვის სექტორიდან არავინ შეეხმიანა. ყურადღების მისაქცევად, ის ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად "ქართული ოცნების'' ერთ-ერთ ოფისთან მივიდა.

მისი თქმით, კოვიდსასტუმროში მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ამ ამბის შესახებ ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი. 

"საავადმყოფოში ავიღე ტესტი და დადებითი გაქვსო, კოვიდი გაქვს და 1 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიანო. რომ მოვიდა საღამოს 9 საათი, მივედი "ოცნების" ოფისთან და დავრეკე, რომ პირდაპირ პარლამენტის შენობასთან გავალ-მეთქი, ვიტყვი რომ მაქვს კოვიდი და ჟურნალისტები მოვლენ... გადმომიყვანეს სასტუმროში 11-ის ნახევარზე. დამირეკა მეუღლემ სიცხე აქვს მასაც და ბავშვსაც, აბა რა ვქნა ახლა?",- ამბობს კოვიდინფიცირებული კაცი. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 4 921 ახალი შემთხვევა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი