ათობით მოპედი თბილისის ქუჩებიდან ყოველდღიურად ისე იკარგება, რომ მათი პოვნა ვეღარ ხერხდება. ელისო ასათიანს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოპედი მესამედ მოპარეს. ქურდის ვინაობა დადგენილია, მაგრამ არასრულწლოვანათა მართლმსაჯულების კოდექსის გამო მას ვერ სჯიან. დაზარალებულის თქმით, პოლიცია კრიმინალებთან თანამშრომლობს.
ელისო ასათიანის მსგავსად შსს-ს თაროებზე ბევრი საქმეა შემოდებული. გამოძიება კი ხშირ შემთხვევაში გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ ხდება. მათ კი, ვისთვისაც მოპედი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, სამსახურის გარეშე რჩებიან ან ახალი მოპედი საყიდლად სესხის აღება უწევთ.
„მთავარ არხთან“ საუბრისას რესპონდენტები პოლიციის გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობენ.
„მთავარი არხი“ დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელი იყო საბუთების გარეშე მოპედის ან სკუტერის ბაზრობაზე ჩაბარება. თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ავტონაწილების ბაზარში ამბობენ, რომ მოპედის ჩაბარება მხოლოდ პირადობის მოწმობის საშუალებით შეიძლებოდა და მისი ნამდვილის მფლობელის ვინაობის გადამოწმება არც არავის ევალებოდა.
გამოუძიებელი საქმეების გამო მოქალაქეებს განცდა აქვთ, რომ პოლიცია და კრიმინალური დაჯგუფებები გარიგებულები არიან.