ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე გავიდა. ტელეკომპანია პირველის ოპერატორი 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების ძალადობის მსხვერპლი იყო, ის მოძრაობა სირცხვილიას ოფისის სადარბაზოში სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
შსს-მ გარდაცვალების შემდეგ, ლექსოს წინააღმდეგ შავი კამპანია აწარმოა და საზოგადოებას სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირების ვერსია მიაწოდა.
ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცემისთვის 4 პირია დაკავებული, თუმცა ჯერ ისევ თავისუფლებაზე არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები. მათ დასჯას კი მედიის გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვენ.
დღეს, 16:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრები, მეგობრები და მედიის წარმომადგენლები მის საფლავზე შეიკრიბებიან