ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი თემურ ტუღუში 49 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
თემურ ტუღუში (ტუხა) წლების განმავლობაში ბათუმის "დინამოს" გამორჩეული წევრი იყო. ბოლო წლებში კი როგორც საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელი,19 წლამდე გუნდს ავარჯიშებდა.
თემურ ტუღუში ბათუმის "დინამოში" 1990-1997 წლებში თამაშობდა და 304 შეხვედრაში 71 გოლი გაიტანა.
ევროთასებზე პირველი ქართული ჰეთ-თრიკის ავტორიცაა და ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა.