58 გარდაცვლილი ერთ დღეში და მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები პასუხისმგებლობას გაურბიან. არავინ, მათ შორის ვინც მართავს პანდემიასთან ბრძოლას ქვეყანაში არ ამბობს რატომ მივიდა ქვეყანა ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობამდე? რა არის მიზეზი, როდის და ვინ, რა შეცდომა დაუშვა.
მხოლოდ მედიკოსები, რომლებიც უკანასკნელი ძალებით ებრძვიან კორონავირუსს უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ სისტემურ პრობლემაზე. დაგვიანებული ვაქცინაცია, არასაკმარისი რეგულირება, მთვრობის წევრების მიერ აცრების პროპაგანდის ნაცვლად დარღვეული წესები, არასაკმარისად მომზადებული ჰოსპიტალური სექტორი - ეს პრობლემების ჩამონათვალია, რომელიც ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ფაქტია, რომ კორონა ამით არ გაჩერდება.
გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი და შეშინებული ჯანდაცვის მენეჯერები უკვე ვეღარ მალავენ, რომ წინ უარესი გველის.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
იხილეთ ასევე: