ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ხელისუფლებისთვის მოწყვლადი ჯგუფების ვაქცინაცია პრიორიტეტული ისევ არ არის. მიტოვებული მოსახლეობა საოკუპაციო ხაზთან და მოხუცთა თავშესაფარი, რომლის ბინადრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ერთ კვირაზე მეტია უშედეგოდ ელიან.
სოფელ ხურვალეთში არსებული თავშესაფრის ბინადრები აცრას ითხოვენ.
ამბობენ, რომ უკვე მეხუთე თვეა ცრუ დაპირებებს იღებენ. თავშესაფრის დირექტორი ლუდა სალია კი სისტემატიურად უკავშირდება გუბერნატორსაც, თუმცა მასაც ცრუ დაპირებებს აძლევენ. თავშესაფარში 30-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს.