33 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი ორსულობის დროს დაუდასტურდა, მშობიარობის შემდეგ კი გარდაიცვალა, მკურნალობას ბოკერიას კლინიკაში გადიოდა. ექიმის თქმით ის კლინიკაში ივლისის მეორე ნახევარში შეიყვანეს და მისი მდგომარეობა, თავიდანვე მძიმე იყო.
როგორც ექიმი ამბობს, მას მშობიარობა ფიზიოლოგიურად დაეწყო, თუმცა ბავშვის მდებარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა ნაყოფი საკეისრო კვეთის შედეგად ამოიყვანეს.
"ეს გოგონა შემოსულია ივლისის მეორე ნახევარში, მოვიდა უკვე კორონადადასტურებული, იყო ფეხმძიმე, 30 კვირაზე ბევრად უფრო დიდი ასაკით. შემოსვლისთანავე იყო საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაში, დამოკიდებული იყო ჟანგბადზე. როდესაც პირადად ვნახე ეს გოგონა, ჯერ კიდევ დეპარტამენტში ყოფნის დროს, ძალიან გამოხატული სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, მას დაეწყო სპონტანური მშობიარობა, მშობიარობა ფიზიოლოგიურად დაიწყო. ბავშვის მდებარეობიდან გამომდინარე, სპეციფიური ჩვენება იყო, რომ გაეკეთებინა საკეისრო. თვითონ ქალბატონი მივიყვანეთ რეანიმაციაში, დიდი დრო გაატარა სიპაპზე.
მას თვითონ არ უნდოდა, გადაგვეყვანა სრულად მართვით სუნთქვაზე, თანამშრომლობდა ჩვენთან. მისი მდგომარეობა გაუარესდა, მოგვიწია მექანიკურ ვენტილაციაზე გადაყვანა, გოგონას სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ის გარდაიცვალა"- თქვა ექიმმა.
ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილი გუშინ, 19 აგვისტოს, კორონავირუსით გარდაიცვალა.