ზურაბ ზვიადაურის ადვოკატები მის წინასწარ პატიმრობას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ისინი ამბობენ, რომ მოსამართლე თამარ კაპანაძემ უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
"მოწმეებიც მიუთითებენ, რომ ცოცხალაშვილი ჰაერში ისროდა და რომ დაასრულა გამაფრთხილებელი გასროლა, ამის შემდგ იწყებს შეუიარაღებელ ხალხზე ზემოქმედებას კენჭოშვილი" - ამბობს ადვოკატი
"რომ არა ზურაბის ასეთი მოქცევა მივიღებდით მეორე გარდაცვლილსაც, მისი საქციელი არის მართლზომიერი "- ამბობს ზვიადაურის კიდევ ერთი ადვოკატი.
ზურაბ ზვიადაურს და მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს თელავის სასამართლომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა 18 აგვისტოს შეუფარდა.
წინასასამართლო სხდომა კი 8 ოქტომბერს ჩანიშნა.