ანაკლიაში სასტუმრო Palm beach კოვიდსამკურნალო ცენტრად გადაკეთდა. სასტუმრო ფუნქციონირებას დღეიდან, 20 აგვისტოდან დაიწყებს და ის 70-მდე ინფიცირებულს მიიღებს.
სახელმწიფოს ერთი ადამიანის იქ მოთავსება 120 ლარი დაუჯდება. სასტუმრო აღჭურვილია პირველადი ჟანგბადით და სამკურნალო მედიკამენტებით. ექიმების ჯგუფი ადგილზე უკვე ჩასულია. სასტუმროში პაციენტებს გართულებული მდგომარეობის შემთხვევაში მიიყვანენ.
ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ორ სასტუმროსთან. მათგან ერთ-ერთს 80 ინფიცირებულის მიღება შეეძლება, მეორეს კი 100-ის.
სასტუმროებს ჯერჯერობით ვიზიტორები ჰყავს და თვის ბოლომდე ადგილები დაჯავშნილია. სასტუმროების კოვიდსამკურნალო ცენტრად გადაკეთება თვის ბოლოდან დაიწყება.
ავტორი: ემა გოგოხია