ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტრო ორსულებისთვის ონლაინკლინიკის გაკეთებაზე მუშაობს. როგორც გაბუნია განმარტავს, ის დაკომპლექტდება მეან-გინეკოლოგებით, რომლებიც კოვიდინფიცირებულ ორსულებს კონსულტაციას გაუწევენ.
"ვმუშაობთ, რომ ცალკე ონლაინკლინიკა გაკეთდეს, სპეციალურად დაკომპელექტებული მეან-გინეკოლოგებით, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე. დღევანდელი ონლაინ კლინიკები ძირითადად ოჯახის ექიმებით არიან დაკომპლექტებული, ბუნებრივია, ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ ორსულების კონსულტირება, თუმცა მაინც მნიშვნელოვანდ ჩაითვალა",-თქვა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიამ ასევე ორსულების აცრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ორსულებისთვის Pfizer-ის ვაქცინა, უსაფრთხოა.