სიკვდილი პანდემიის არასწორად მართვის გამო | ხელისუფლებამ ორსულების ვაქცინაცია დააგვიანა

გამოქვეყნდა:

მკვლელობა უცოდინრობისა და პანდემიის არასწორი მართვის გამო. რატომ დააგვიანა საქართველომ ორსული ქალების ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ?

ექსპერტები ერთხმად ადასტურებენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინაციის ნებართვა ნახევარი წლის წინ გასცა, მაგრამ საქართველოში პროცესი მხოლოდ ერთი თვის წინ დაიწყო. მიზეზი ბანალურია - Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც ორსულებისთვის დადასტურებულად უსაფრთხოა, ქვეყანაში მხოლოდ ერთი თვის წინ შემოვიდა.

არადა, პრემიერმინისტრი და მთლიანად ხელისუფლებაც თავს იწონებენ ვაქცინების თითქოსდა დროული შემოტანით. შედეგად, მივიღეთ ვითარება, რომ სიკვდილიანობა რეკორდულად მაღალია და ვირუსს ორსული ქალები ეწირებიან. 

კორონაპანდემიამ წელს 8 ორსული შეიწირა. თუმცა, გაცილებით მეტია იმ პაციენტების რაოდენობა, ვინც მშობიარობის შემდეგ რამდენიმე დღეში სწორედ კორონავირუსით გამო გარდაიცვალა. ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა დღეს ორსულთა გარდაცვალების ფაქტებში ხელისუფლების ბრალეულობა ფაქტობრივად დაადასტურა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი