უკიდურესი საფრთხის პირისპირ მიტოვებული მოხუცები. ხურვალეთის თავშესაფრის ბენეფიციარები თვეებია ვაქცინაციას ითხოვენ, მაგრამ სახელმწიფო, რომელმაც ხანდაზმულების ვაქცინაცია პრიორიტეტად გამოაცხადა, ამ მიმართულებითაც არაფერს აკეთებს.
მხოლოდ სატელევიზიო არხების დაინტერესების შემდეგ, ჯანდაცვამ განაცხადა, რომ ხურვალეთის თავშესაფრის ბენეფიციარებს უახლოეს დღეებში აცრის. რა მოხდება სხვა მოხუცებისა და იმ ადამიანების შემთხვევაში, ვისაც გადაადგილება ან ონლაინ რეგისტრაცია არ შეუძლია, ისევ გაურკვეველია.